მოსკოვი–ერევანი–ბათუმის თვითმფრინავს საგანგებო ვითარების გამო როსტოვში დაფრენა მოუწია

საჰაერო ხომალდის კაპიტანმა ლაინერის კურსი შეცვალა და როსტოვში დაფრინდა, რადგან ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. თვითმფრინავი, რომელიც ასრუილებდა რეისს მოსკოვი–ერევანი–ბათუმი, იძულებული გახდა როსტოვში დაფრენილიყო, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.
მისი თქმით, საჰაერო ხომალდის კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ბორტზე ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა.
რეისს ასრულებდნენ ავიაკომპანიები Georgian Airways და Armenia Aircompany
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.