ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – ვიდეო

ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის სამხრეთი, სადაც ბიძგებმა დაანგრია სამედიცინო და რელიგიური დაწესებულებები.
Sputnik
შაბათს ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას 1.400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯერუ ჩენდლერმა განაცხადა.
მისი თქმით, მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიწვია ნგრევა, ზოგ ქალაქში ჩამოწვა მეწყერიც.
ამ დროისათვის სულ 1.419 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. 
დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე – ფოტო
კარიბის ზღვის აუზის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაზარალებულია 6.000-მდე ადამიანი. ბევრ მათგანს მძიმე ტრავმა აქვს.
გარდა ამისა, განადგურებულია 7.000-ზე მეტი სახლი, კიდევ დაახლოებით 5.000 დაზიანებულია. ჯამში 30.000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
ასევე დანგრეულია საავადმყოფოები, სკოლები, საოფისე შენობები და ეკლესიები, განადგურდა გზები და ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხებებით მიმდინარეობს. ხელისუფლება სასმელი წყლისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.