მეწყერი და წყალდიდობა: გადაუღებელი წვიმები იაპონიაში – ფოტო

იაპონიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში იხილეთ საშინელი სტიქიის შედეგები.
Sputnik
იაპონიაში სტიქიის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ევაკუირებულია დაახლოებით 1,42 მილიონი ოჯახი ქვეყნის დასავლეთი და სამხრეთი პრეფექტურებიდან.
ძლიერი წვიმა იაპონიაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
1 / 10
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს
2 / 10
ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ რეგიონში 500-700 მილიმეტრი ნალექი მოვიდა
3 / 10
დაფიქსირდა წლის ამ პერიოდისათვის რეკორდული მაჩვენებლები
4 / 10
ამან გამოიწვია მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონის კრიტიკულ ზღვრამდე ადიდება
5 / 10
დატბორილი და გადარეცხილია გზები, დაირღვა სატრანსპორტო მიმოსვლა
6 / 10
ქალი ტაკეოს საევაკუაციო ცენტრში, საგას პრეფექტურა
7 / 10
მეტეოროლოგები მეწყრული საშიშროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
8 / 10
პროგნოზების თანახმად, წვიმა კვირამდე გაგრძელდება
9 / 10
ქალი აკვირდება, როგორ ასუფთავებს ბულდოზერი მეწყრის ადგილს, ქალაქი კანზაკი
10 / 10
სტიქიური უბედურებების სახელმწიფო მინისტრმა ტანაჰაში იასუფუმიმ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე