თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. კახეთში ოლიმპიური ჩემპიონის, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ზვიად ზვიადაურთან ერთად მოკლულია მისი ორი მეგობარი.
ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, სამივეს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
წინასწარი ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში მოხდა.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმის ნინო ჩიტაძის განცხადებით, სამივე პირი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.