საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ისევ სოფელ სამებასთან

ბოლო პერიოდში სოფელი სამება სეისმურად აქტიური წერტილი გახდა – აქ თითქმის ყოველდღე ფიქსირდება მცირე ბიძგები.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს ქალაქ დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:42 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – კვლავ სოფელ სამებასთან
ბოლო რამდენიმე თვეა, სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.