დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე – ფოტო

შაბათს, დილით ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა – მისი სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდა იყო. შემთხვევას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ლე-კედან ჩრდილო-დასავლეთით 41 კილომეტრში იყო, მიწისძვრის კერა 30 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია მინიმუმ 300 ადამიანი. მწყობრიდან გამოვიდა ჯანდაცვის სისტემის ობიექტებიც.
1 / 10
შაბათს ჰაიტიზე 7,2 მაგიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2 / 10
ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 125 კილომეტრში მდებარეობდა
3 / 10
მისიძვრის სიმძლავრე 2010 და 2018 წლებთან შედარებით უფრო დიდი იყო
4 / 10
ქალაქ ჟერემის საავადმყოფო გადავსებულია, ეზოებში პაციენტებისათვის დამატებითი კარვები გაიშალა
5 / 10
ამერიკის წითელი ჯვრის წარმომადგენელ კეტი უილკსის თქმით, მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახლებს, გზებსა და ინფრასტრუქტურას. მან განაცხადა, რომ წითელი ჯვარი კატასტროფის ადგილზე აქტიურად მუშაობს
6 / 10
ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ყველა რესურსის მობილიზება მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დასაძლევად
7 / 10
მიმდინარეობს ზარალის დათვლა
8 / 10
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 2018 წლის მიწისძვრის სიმძლავრეს გადააჭარბა
9 / 10
2010 წელს ჰაიტიზე ასევე მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც გამოიწვია ნგრევა და შეიწირა 230 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე
10 / 10
შენობების დაახლოებით 60% სრულად განადგურდა, 1,3 მილიონი ადამიანი ქუჩაში დარჩა