კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 16–22 აგვისტოს

ამ კვირაში თბილისში უპირატესად ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში თბილისში უპირატესად მზიან ამინდს ვარაუდობენ. ზოგჯერ მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა და წვიმა.
ორშაბათი, 16 აგვისტო: მოღრუბლული ამინდია.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 22 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 31 გრადუსამდე.
სამშაბათი, 17 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი, ცხელი, უნალექო ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 18 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 32 გრადუსი.
ოთხშაბათი, 18 აგვისტო: უპირატესად მზიანი ამინდი, იქნება სიცხე.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 20 გრადუსი, დღისით – 33 გრადუსი.
ხუთშაბათი, 19 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ზოგან მცირე მოღრუბლულობა.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 21 გრადუსი, დღისით – 34 გრადუსი.
პარასკევი, 20 აგვისტო: მზიანი და ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 22 გრადუსი, დღისით – 33 გრადუსი.
შაბათი, 21 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 24 გრადუსი, დღისით – 34 გრადუსი.
კვირა, 22 აგვისტო: მოსალოდნელია უპირატესად მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 23 გრადუსი, დღისით – 34 გრადუსი.