„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გოდერძი ჩოხელის, პიმენ ყურაშვილის და ქრისტინე შარაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის და გიორგი გაგილაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და ხიზაბავრის ქუჩის მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, მთაწმინდის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას.
17:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, კრწანისის, ალექსანდრე ჯაფარიძის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ბორჯომის, ბაქოს, თევდორე მღვდლის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ცოტნე დადიანის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის, გოგოლის, იონა მეუნარგიას, ზაქარია ვეშაპურის, ზაქრაძის, სოლომონ ქურდიანის, გრომოვის და გიორგი გურგენიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.