თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
თბილისში პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები არიან:
დღესვე გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი იქნება პარლამენტის დეპუტატი ენმ-დან თინათინ ბოკუჩავა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, ამ პოსტზე პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე წარადგინეს ნიკა მელია. დედაქალაქის მერობისვის ბრძოლაში მელიას გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.