ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რაგბის კლუბის ინფორმაციით, საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის მკურნალი ექიმები მოვლენების პოზიტიურ განვითარებას ელოდებიან
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ინფორმაცია რაგბის კლუბ „ლელო სარასენს თბილისის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ქართველ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ექიმები მოვლენების პოზიტიურ განვითარებას ელოდებიან“, - ნათქვამია სპორტული კლუბის განცხადებაში.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვების ძლიერი დაზიანება აქვს.
კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან.