პირველმა Lamborghini Countach-მა, რომელიც 1971 წელს ჟენევის ავტოსალონში კონცეპტის სახით წარადგინეს, იტალიური ავბტომწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი გახადა. ახალი Countach დებიუტის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ახალი Countach ორიგინალის პირდაპირი შთამომავალია. ის აღჭურვილია 6.5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით და ელექტროძრავებით, რის დახმარებითაც ის 802 ცხენისძალას გამოიმუშავებს.