ხუბეის პროვინციაში, მასშტაბური წყალდიდობის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის „წითელი“ დონე გამოაცხადა.
დაღუპულია 27 ადამიანი, ევაკუირებული კი - 6 ათასზე მეტი.
ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში გადაიგზავნა სამაშველო ბრიგადები.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმები მომავალ კვირამდე გაგრძელდება, მდინარე იანძის მიმდებარე რეგიონები წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა.