გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გვირაბში დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოკოლონა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში თბილისი-სენაკის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
Agile Spirit 2021–ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა
უწყების ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას გვირაბში დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც აკრძალვა დაწესდა.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, აცხადებენ უწყებაში.