საჩხერის ბაზაზე სამხედროების სამთო მომზადების კურსები დასრულდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ზაფხულის სამთო მომზადების კურსები გაიარეს ქართველმა, უკრაინელმა და ჩეხმა სამხედროებმა.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საჩხერის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის შუალედური და საბაზისო კურსები დასრულდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირა გაგრძელდა. მასში მონაწილეობდა 17 ქართველი, უკრაინელი და ჩეხი სამხედრო მოსამსახურე. საბაზისო კურსში ჩართული იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის 37 კურსანტი. კურსანტებმა სამკვირიანი მომზადება გაიარეს.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დამთავრდა
სამთო მომზადების დროს სამხედროებმა შეისწავლეს სამთო-ტექნიკურ მომზადება, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესები, მთიან რელიეფზე გადაადგილებისას საჭირო უსაფრთხოების წესები, ასევე სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება. 
სამთო მომზადების დასასრულ სკოლის სამწყობრო მოედანზე კურსების გამოშვების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა. მსმენელებს კურსების სერტიფიკატები, მათ შორის წარმატებულებს სამკერდე ნიშნები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.