რუსკა მაყაშვილი: „ვცდილობ მომეწონოს ჩემი თავი და ამას ნუ წამართმევ“

ცნობილი მსახიობი და წამყვანი რუსკა მაყაშვილი საუბრობს იმაზე, რა დამოკიდებულება ჰქონდა მეუღლეს მისი პაპულარობის მიმართ.
Sputnik
„ძალიან ნერვიულობდა ჩემ პოპულარობაზე, ჩემ მიმართ გადამეტებული ყურადღება არ მოსწონდა. თან მაშინ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდი იყო და ძალიან არ სიამოვნებდა ეს ყველაფერი. დროთა განმავლობაში შეეჩვია. მივედით იქამდე, რომ ეს არის ის, რაც მე ძალიან მიყვარს, რის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია. შენ თუ მე წამართმევ იმას, რაც ძალიან მიყვარს და მომწონს, ე.ი. შენ მე არ გიყვარვარ. ვცდილობ მომეწონოს ჩემი თავი და ამას ნუ წამართმევ“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.
მსახიობის თქმით, ის არაფერში არ ზღუდავს მეუღლეს, არაფერში არ უშლის ხელს და იმავეს ითხოვს მისგანაც.