ქობულეთში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ქობულეთში 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ნაცნობი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.