საქართველოში მიწისძვრა მოხდა – კვლავ სოფელ სამებასთან

ბოლო პერიოდში სოფელი სამება სეისმურად აქტიური წერტილი გახდა – აქ ლამის ყოველდღე ფიქსირდება მცირე ბიძგები.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ბოლო რამდენიმე თვეა, სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.