„მივდივარ ვაქცინაციისთვის“ - საქართველოში სპეციალური ავტობუსები დაინიშნება

ახალი შეზღუდვების და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები აცრის ჩატარებას მოახერხებენ
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტებამდე ადამიანების რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმუშავებს.
„დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადასცემს საკოორდინაციო საბჭოს ვაქცინაციის პროცესში ჩართული მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების სიას, რის შემდეგ დაინიშნება ავტობუსები ტრაფარეტით „მივდივარ ვაქცინაციისთვის“.
გარდა ამისა, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო  715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღეში 25.933 ადამიანი აიცრა.