ეპოქის დასასრული: „ბარსადან“ წასული ლიონელ მესი „პარი-სენ-ჟერმენს“ შეუერთდა – ფოტო

„ბარსელონის“ ყოფილი თავდამსხმელი და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ფრანგულ „პარი-სენ-ჟერმენში“ გადავიდა.
Sputnik
„ბარსაში“ მესი 10 ნომრით თამაშობდა, თუმცა „პსჟ“-ში ეს ნომერი ნეიმარს აქვს დაკავებული. ბრაზილიელმა ახალ წევრს ნომრის დათმობა შესთავაზა, თუმცა არგენტინელმა 30 ნომერი აირჩია. სწორედ ამ ნომრით დაიწყო მესიმ კარიერა „ბარსელონაში“.
1 / 12
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „პარი-სენ-ჟერმენმა“ და არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები
2 / 12
მათ შორის ორ წლიანი კონტრაქტი გაფორმდა
3 / 12
მესი „პსჟ-ში“ 30 ნომრით ითამაშებს
4 / 12
სწორედ 30 ნომრით დაიწყო მან კარიერა „ბარსაში“
5 / 12
პირველად „პსჟ-ს“ რიგებში მესი 11 აგვისტოს წარსდგა
6 / 12
პარიზში არგენტინელს წელიწადში 35 მილიონ ევროს გადაუხდიან
7 / 12
ლიონელ მესი და მისი მეუღლე ანტონელა როკუცო საკუთარ თვითმფრინავში პარიზისკენ გაფრენისას
8 / 12
2021 წლის 30 ივნისს „ბარსელონასა“ და მესის შორის კონტრაქტის ვადა ამოიწურა
9 / 12
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის წესების გამო ლეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ შეძლო
10 / 12
ესპანური გაზეთების ყდებზე გამოსახულია „ბარსას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელიც პრეს-კონფერენციის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა
11 / 12
არგენტინელმა „ბარსელონას“ რიგებში პირველად 2004 წელს ითამაშა
12 / 12
„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელმა გუნდთან ერთად ათჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და შვიდჯერ ესპანეთის თასი, ასევე ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული