კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.128 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.236 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 811, იმერეთი – 537, კახეთი – 398, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 287, შიდა ქართლი – 280, ქვემო ქართლი – 246, გურია – 106, სამცხე-ჯავახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 412.420-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.279-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.627 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.068, აჭარაში – 898, იმერეთში – 964.
1.355 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 311 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 22, იმერეთში – 18. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.288 ადამიანი, მათ შორის 1.494 – თბილისში, 1.298 – აჭარაში. 37.686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40.605 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20.817, აჭარაში – 5.495, იმერეთში – 4.036.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.