აჭარაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 42 ობიექტში დარღვევები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში აჭარაში 95 ობიექტი შეამოწმა და 42 მათგანში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 16 საშაურმეში, 26 საცხობში, 19 საკონდიტროსა და 34 ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტები ლაბორატორიებში შეამოწმა
შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა ხორცისა და თევზის რეალიზაციისას 11 ობიექტზე, შედეგად – დაილუქა 217 კგ-მდე ხორცი, 1,5 კგ კუპატი, 53 კგ თევზი. ასევე დარღვევებია აღმოჩენილი 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში.
დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სახელმწიფო კონტროლის შედეგები დეტალურად იხილეთ ბმულზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს კვების პროდუქტების ხარისხს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.