შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოეკიდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თბილისის სიახლოვეს, შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ცეცხლოვანი ზაფხული: ტყის ხანძრებმა ათენამდე მიაღწია – ფოტო
გავრცელებული ინფორმაცით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა. 
დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.