თბილისში 3 ათასზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ისანი–სამგორის რაიონის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ისანი–სამგორის რაიონში რამდენიმე უბანს, დაახლოებით 3,5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ისანი–სამგორის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება 11 აგვისტოს 22:00 საათიდან 12 აგვისტოს 10:00 საათამდე შეუწყდება. გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება ხვალ, დილის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 საათამდე პერიოდში. 
მოსახლეობასთან ერთად გაზმომარაგება შეეზღუდება ისანი–სამგორის რაიონში არსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე