თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველი 3,1 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 01:14 საათზე დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მეორედ ამავე ტერიტორიაზე 3,2 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები 01:17 საათზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.