კახეთში მამა-შვილს ავტომობილი დაეჯახა: შვილი ადგილზე გარდაიცვალა

სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
 შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპირო მხარეს მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. მათ გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდათ.
თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
დაჯახების შედეგად 43 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.