გურჯაანში საკანალიზაციო ჭაში მამაკაცი გაიგუდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭაში გაგუდული მამაკაცის შვილიც გარდაიცვალა, რომელიც მამის დასახმარებლად იყო ჭაში ჩასული და ის იქიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გზაზე მდებარე საკანალიზაციო ჭიდან 62 წლის კაცმა ამოსვლა ვერ მოახერხა და უჰაერობით გაიგუდა, იუწყება „რუსთავი 2".
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში წყლის სისტემის ჩასართველად ჩავიდა, მაგრამ ამოსვლა ვეღარ მოახერხა. მისი დახმარება შვილმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო, ის ჭიდან უგონო მდგომარეობაში მაშველებმა ამოიყვანეს.
დაღუპულის შვილი, 40 წლამდე მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ისიც გარდაიცვალა.