სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა – ვიდეო

ამოფრქვევამ 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც გამოიწვია. ვულკანის გამო კატანიის აეროპორტში სამშაბათს ყველა ფრენა გადაიდო.
Sputnik
იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. გავარვარებული ლავის გადმოდინება 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
წელს ეტნა უკვე 20-ჯერ გააქტიურდა, რასაც თან ახლდა მიწისძვრები, აფეთქებები, ხმაური და უამრავი კვამლი. რამდენჯერმე ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო.
ეტნას სიმაღლე 3329 მეტრს შეადგენს და ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.