საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის მედალი დააწესა

წელს 900 წელიწადი სრულდება მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორში თურქ-სელჩუკებს სძლია
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის საიუბილეო მედალი „დიდგორი - 900“ დააწესა.
საიუბილეო მედლით დაჯილდოების უფლება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
საქართველოში დაჯილდოვდა სამხედრო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას გადაურჩა
34 მმ დიამეტრის მედლის ავერსზე გამოსახულია რიცხვი 900 და წარწერა „დიდგორი“, რომლის თავზეა განთავსებული ოქროს ფარაკი გადაჯვარედინებული ხმლისა და შურდულის რელიეფური გამოსახულებით. ირგვლივ ამოტვიფრულია წარწერა – ზედა ნახევარში – „საქართველო“, ქვემოთ – „ძლევაი საკვირველი“.
მედლის რევერსზე გამოსახულია საქართველოს გერბი და რიცხვები 1121 და 2021, ასევე მედლის რიგითი ნომერი.
წელს 900 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაამარცხა.