ბრიტანეთის დედაქალაქში ცნობილი ტაუერის ხიდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ისტორიული ნაგებობის გახსნილი ფრთების დაწევა ვერ მოხერხდა მას შემდეგ, რაც დღის მეორე ნახევარში მის ქვეშ ხის ხომალდმა გაიარა.
ამასთან დაკავშირებით პოლიციამ ხიდით სარგებლობა ყველასთვის შეზღუდა. შედეგად ქალაქში „საცობები“ შეიქმნა.
ტაუერის ხიდი – მდინარე ტემზაზე გადებული ასაწევი ხიდი 1894 წელს აშენდა. ჩვეულებრივ, წლის განმავლობაში ხიდს დაახლოებით 800-ჯერ სწევენ და უშვებენ.