კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.697 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.600 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 678, იმერეთი – 649, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 363, კახეთი – 359, შიდა ქართლი – 289, ქვემო ქართლი – 254, მცხეთა-მთიანეთი – 191, გურია – 170, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 406.475-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.182-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 43.163 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.552 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.107, აჭარაში – 861, იმერეთში – 936.
1.306 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 284 პირი, მათგან თბილისში – 191, აჭარაში – 18, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.672 ადამიანი, მათ შორის 1.286 – თბილისში, 818 – აჭარაში. 33.939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.609 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17.821, აჭარაში – 5.217, იმერეთში – 3.827.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.