ცხელი ზაფხული თბილისში: როგორ ებრძვიან სიცხეს თბილისელები – ფოტო

თბილისში აგვისტოს სიცხეები დაიწყო. ზაფხულის დასაწყისი არც ისე ცხელი იყო, მაგრამ ახლა ქალაქი მართლაც დუღილს იწყებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება ქალაქი ცხელ ამინდში.
Sputnik
თბილისს ტყუილად არ უწოდებენ სამხრეთულ ქალაქს. ადრე ძველ უბნებში გაშენებული იყო ბაღები და სკვერები. ქუჩები სავსე იყო ხეებით.
ადრე ქალაქის ყოველ კუთხეში შეხვდებოდით სასმელი წყლის ნიჟარებს.
დღეისათვის თბილისში კლიმატი შეცვლილია, რაც ბაღებისა და სკვერების ადგილზე მშენებლობებმა გამოიწვია, სასმელი წყლის ნიჟარები კი სულ უფრო ცოტა რჩება.
1 / 15
სიცხისგან თავის დაღწევა სხვადასხვა გზებითაა შესაძლებელი - მაგალითად, საჰაერო ბურთით ფრენა
2 / 15
ადამიანები ასევე გრილდებიან ხეებითა და მცენარეებით სავსე ხეობებთან, რომელთა რაოდენობაც ჯერ კიდევ საკმარისადაა
3 / 15
მიუხედავად პანდემიისა და სიცხისა, ქალაქს კვლავ მრავალი ტურისტი სტუმრობს
4 / 15
სიცხით შეწუხებული ადამიანები ხშირად ველოსიპედითაც მგზავრობენ
5 / 15
თხელი სამოსის ტარება ასევე გვეხმარება სიცხის დაძლევაში
6 / 15
ხშირად ბავშვები და ზრდასრულებიც კი, ქუჩის შადრევნებში ან მათ მახლობლად გრილდებიან
7 / 15
ტბის ნაპირას ბალახში ჯდომა კიდევ უფრო სასიამოვნოა
8 / 15
სიცხეში წყალი უებარი საშალებაა გასაგრილებლად და სულის მოსათქმელად, რომლითაც თბილისელი მტრედებიც სარგებლობენ
9 / 15
თუმცა გვხვდება ონკანიანი ფანტანებიც, რომლებითაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს
10 / 15
ადამიანების ნაწილი ჩამოსხმული წყლის დალევას ამჯობინებს
11 / 15
ვიღაც კი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ნუგბარით - ნაყინით გრილდება
12 / 15
ხანდახან კი მაცივრებზეც სხდებიან
13 / 15
შადრევნის შხეფები ზაფხულის ცხელ ამინდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია
14 / 15
სიცხე ცხოველებსაც ძალიან აწუხებთ, მათი პატრონები ცდილობენ ისინი ჩრდილში, გრილ ქუჩებზე ასეირნონ
15 / 15
თუმცა, უნდა აღინიშნოს, სიცხე ყველასთვის ერთნაირად შემაწუხებელი არ არის, ზოგჯერ ადამიანები მზის ენერგიით კიდევ უფრო დადებითაც იმუხტებიან