დააფინეთ ბალიშები: ოლიმპიური ვარდნები ტოკიო 2020-ზე

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა მსოფლიოს მხოლოდ სპორტული მიღწევებით კი არ დაამახსოვრდება, არამედ სპორტსმენთა არაერთი წარუმატებელი მოძრაობითაც. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენიდან.
Sputnik
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში 11 ათასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში მედლების მაქსიმალური რაოდენობა გათამაშდა – 339 კომპლექტი სპორტის 33 სახეობაში. 
ზაფხულის XXXII ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ის კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიდო. თუმცა ის მაინც „ოლიმპიადა 2020“-ის სტატუსით ჩატარდა. 
1 / 16
ამერიკელი კეტურა ორჯი ღრმად ჩაეფლო ქვიშაში ნახტომის შემდეგ
2 / 16
ნიდერლანდელი მატიე ვან დერ პოელი წაიქცა, მისი ველოსიპედი კი ტრასიდან გადაფრინდა
3 / 16
ნორვეგიელი კრისტიან სკინსტად საევერაასი მოწინააღმდეგის ფეხებისგან იცავს კარს
4 / 16
იაპონელი ბეისბოლისტი ღობეს გადააფრინდა
5 / 16
ხელბურთელმა კამილა ჰერემმა თავი ვერ შეიკავა და ყირამალა გააკეთა
6 / 16
ბრიტანელ ველომრბოლელს პედლებში გაეჭედა ფეხი - დაცემა გარდაუვალი იყო
7 / 16
იტალიელი ენრიკო გაროცოსა და კადრიდან გავარდნილი იაპონელი კოკი კანოს ფარიკაობა
8 / 16
ესპანელი მძლეოსანი ლუსია როდრიგესი 5000 მეტრზე სირბილის შემდეგ
9 / 16
ბეისბოლისტმა ჟაკლინ იანგმა არენის ზომა ვერ გათვალა და... ღობის მიღმა აღმოჩნდა
10 / 16
ანა მარია ნაიმასი (ფიჯი) ცდილობს, ავსტრალიელ მეტოქეებს დაუსხლტეს
11 / 16
გერმანელი ლაურა ლუდვიგის ვარდნა ქვიშაზე
12 / 16
ბრაზილიელი გაბრიელ მედინა ტალღის ქვეშ მოჰყვა
13 / 16
ავსტრალიელი ნათან სობი ნიგერიელ ობი ემეგანოსთან პაექრობას „შეეწირა“
14 / 16
სამნი ნახტომში - თუმცა ვარდნა მხოლოდ იაპონელ ჰიროკი საკაის ელის
15 / 16
ტარა დევისი და მისი „გაფრენი“ ქვიშაზე
16 / 16
ტაილანდელი ცხენოსანი არინადტა ჩავატანონტი და მისი პარტნიორი წყლის ზღუდეს ვერ გაექცნენ