ტოკიოს ოლიმპიადის დახურვის გრანდიოზული ინსტალაცია და ფეიერვერკი: ვიდეო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა. ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა, რის შემდეგაც გრანდიოზული ფეიერვერკი მოეწყო.
Sputnik
ოლიმპიადა იაპონიაში, გასული წლის ნაცვლად, წელს, 23 ივლისს დაიწყო. თამაშებში 205 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას ასობით მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.