„ვიყავი თინეიჯერი. მეცვა კოჭებამდე გრძელი, ყვავილებიანი კაბა. შუა რუსთაველზე გამომეკიდა კაცი. ვერ მივხვდი რატომ მომდევდა, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა გავქცეულიყავი. საბედნიეროდ ძალიან კარგად დავრბოდი და გაქცევა მოვახერხე. რომც დამწეოდა, დიდი „ბათინკი“ მეცვა და ვფიქრობ მოვიგერიებდი. მას შემდეგ მე ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში“, - იხსენებს ქეთათო.
მუსიკოსის განცხადებით, მსგავსი საფრთხეები დღესაც არსებობს საქართველოში და ამის წინააღმდეგ ვინმემ ხმა უნდა ამოიღოს, განსაკუთრებით ახალმა თაობამ.