„ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს. ბოლო ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა, Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7,8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანი 2025 წლისთვის იმ საინვესტიციო რეიტინგის მიღწევაა, რომლამდეც დარჩენილია ორი საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნდა და რეიტინგის პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.