დასახელდა მოახლოებული სიკვდილის ნიშანი: გამოქვეყნდა მეცნიერული კვლევის შედეგები

აღნიშნული კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და მიმდინარე საუკუნეში, 2019 წელს დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მამოძრავებელი ფუნქციების გაუარესება, ანუ მათი ობიექტური და თვითშეფასებითი მაჩვენებლების საბოლოო დაქვეითება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა მოახლოებული სიკვდილის მაუწყებელი იყოს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
რომელი ჯანსაღი მარცვლოვანი პროდუქტები ზრდის სიკვდილის რისკს: დადგინდა კვლევით
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა ჯერ კიდევ XX საუკუნეში, 1985 წელს დაიწყო და 2019 წლამდე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
ფრანგმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ჯანმრთელობაზე სოციალური, ქცევითი და ბიოლოგიური ფაქტორების გავლენა შეისწავლეს ხანგრძლივ პერსპექტივაში. კვლევისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სიარულის სიჩქარე, სკამიდან ადგომისთვის საჭირო დრო, მოჭიდების ძალა და ასევე სირთულეები ყოველღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, პრობლემები ჩაცმისას, ტუალეტით სარგებლობისას, მაღაზიებში საყიდლებზე სიარულისას თუ სადილის მომზადებისას.
კვლევის მესამე ეტაპზე მეცნიერებმა დააფიქსირეს, რამდენი საკვლევი პირი გარდაიცვალა ამ ხნის განმავლობაში.
გზა დღეგრძელობისკენ: რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგათ ერთ დღეში>>
ყველა ფაქტორის გაანალიზების შემდეგ სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ: 
გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კვლევის მონაწილეებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, სკამიდან ადგომისთვის საჭირო დროის მაჩვენებელი სიცოცხლის ბოლო ათ წელიწადში გაუუარესდათ, მამოძრავებელი ფუნქციის თვითშეფასება — შვიდ წელიწადში, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაუმძიმდათ.