დღეს 2021 წლის 9 აგვისტოა, ორშაბათი, მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
გამძაფრდება პატივმოყვარეობა. არ გაგკვირდეთ, თუ ვინმე თქვენი ახლობელი დღეს შეეცდება თავს ზემოთ გადახტომას, ან თავის დამკვიდრებას სხვის ხარჯზე. ვისაც რაღაც დიდი მიზანი აქვს, დღეს განსაკუთრებით ძლიერ მოინდომებს მის მიღწევას და იფიქრებს, რომ ამისთვის ყველა ხერხი მისაღებია. დანარჩენებს ექნებათ თვითრეალიზაციისა და გარშემომყოფების მხრიდან აღიარების მაღალი მოთხოვნა. ადამიანები სიამოვნებით აიღებენ თავის თავზე ვინმეს მფარველობის პასუხისმგებლობას.
ვერძი: ახლობლებისა და მეგობრების მიმართ კეთილად იქნებით განწყობილი და მათ მფარველად იგრძნობთ თავს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მათზე ბავშვებივით იზრუნოთ, დაეხმაროთ და შეცდომებისგან დაიცვათ. მიუხედავად თქვენი გულწრფელი ზრახვებისა, ახლობლები იმას, რომ მათ ასწავლით, როგორ იცხოვრონ, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, შეამსუბუქოთ მენტორული ტონი და არ გასცდეთ ჩვეულებრივი მეგობრული რჩევების ფარგლებს.
კურო: დღეს ყველაზე კარგი იქნება, თუ დროს თქვენს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან (ბავშვებთან, მშობლებთან) გაატარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მათ მცირე სიურპრიზი მოუწყოთ, მაგალითად, პატარა ზეიმი, წაიყვანოთ სადმე გასართობად. თქვენ ერთნაირ ბიოტალღებზე იქნებით აწყობილი და გაქვთ შანსი, რომ ამ ურთიერთობებისგან ნამდვილი ტკბობა მიიღოთ. ამასთან, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.
ტყუპი: დღეს თქვენში დიდი ორატორი გაიღვიძებს. სათქმელი ნამდვილად გაქვთ და მოახერხებთ მათ დამაჯერებლად წარმოთქმას. ერთი პრობლემა ისაა, რომ მჭევრმეტყველების „შემოტევა“ მთელი დღე გაგყვებათ, გარშემომყოფებს კი მუდამ თქვენი მოსმენის განწყობა არ ექნებათ. თქვენი ემოციები გამოსავალს საღამოს მოძებნის – ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. ვარსკვლავები გირჩევენ, მოაწყოთ რამე მცირე წვეულება და ილაპარაკოთ ის, რაც გულში გაქვთ.
კირჩხიბი: დღეს ვერაფერი გადაგახვევინებთ არჩეული გზიდან. რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული და რა მიზნისკენაც არ უნდა მიდიოდეთ, თქვენი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და მით უმეტეს, კალაპოტიდან ამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამის გამო გარშემომყოფებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც მბრძანებლობა უყვარს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ძალზე თავდაჯერებული და ჯიუტი ხართ. და ასეცაა – ნამდვილად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ.
ლომი: მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად. თუ წინასწარ გაქვთ დაგეგმილი ეს დღე, არაა საჭირო ამოცანებსა და მიზნებზე უარის თქმა. შეიძლება გეგმები შეიცვალოს, მაგრამ სამაგიეროდ ვითარებები თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. თუ იქნებით მოქნილი, არ ჩაეჭიდებით მოქმედებების ძველ გეგმას, სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას ახალ სიტუაციაში და ბედის საჩუქრების გამოყენებას.
ქალწული: დღეს, შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან სიჯიუტესა და უხეშობას წააწყდეთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებს ეხება, რომლებსაც არანაირი დათმობის სურვილი არ ექნებათ. საბედნიეროდ, თქვენ იქნებით საოცრად დიპლომატიუი და მოქნილი და შეძლებთ კონფლიქტის განეიტრალებას მისი აღმოცენებისთანავე. ზოგადად, თქვენი დიპლომატიურობა და დელიკატურობა თვალში საცემი იქნება. დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა, ასევე მეგობრებისა და ხელმძღვანელობის სიმპათიას.
სასწორი: დღეს არცთუ კარგად ნაცნობ ადამიანებთანაც კი თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – ხართ სოციალურად ძალზე აქტიური. ვარსკვლავები გირჩევენ, გააფართოვოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი საურთიერთობო წრე. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს თქვენს გზაზე, მით მეტია შანსი, რომ მათ შორის ნამდვილად საინტერესო და საჭირო ადამიანები იპოვოთ.
მორიელი: დღეს ისე, როგორც არასდროს, ჯიუტად მხოლოდ გამარჯვებისთვის ხართ მომართული. თუნდაც რამე საქმეში არ გაგიმართლოთ, მიზნის მიღწევის მცდელობას არ შეწყვეტთ, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო წავიდა, ახლა მოქმედებაა აუცილებელი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ამ შემართებას ვერაფერი აღუდგება წინ.
მშვილდოსანი: დღეს წაგადგებათ „გურუს“ როლში ყოფნა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე თქვენზე ასაკით პატარა, სტატუსით ან პროფესიონალიზმის დონით უფრო დაბლა მყოფი ადამიანების წრეში გაატაროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მოისმენენ თქვენს დამრიგებლურ ისტორიებს და იქიდან პრაქტიკულ სარგებელსაც მიიღებენ. ეს საკმაოდ კარგად აისახება თქვენზეც და თქვენს მსმენელზეც, რომლებიც თქვენგან ნამდვილად ღირებულ რჩევებს მოისმენენ.
თხის რქა: ნებისმიერ საქმეში დღეს საბრძოლო განწყობით ხართ. პატარ–პატარა პროექტები არ დაგაინტერესებთ, მზად ხართ გლობალურ, ამბიციურ ჩანაფიქრს შეეჭიდოთ. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც თქვენ გინდათ, ეს არაფერს შეცვლის – ხედავთ მიზანს, მზად ხართ სირთულეებისთვის და იცით, როგორე გადალახოთ გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები. თქვენთვის დღეს სინონიმებია სიტყვები „მინდა“ და „შემიძლია“.
მერწყული: დღეს გექნებათ შესაძლებლობა, დაფიქრდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ყველაფრის კარგად აწონ–დაწონა. გამძაფრებული ანალიტიკური უნარების წყალობით ყველაფრის მოფიქრებასა და გათვლას შეძლებთ. შედეგად თქვენი გადაწყვეტილება შეცდომებისგან იქნება დაზღვეული.
თევზები: მზად ხართ, სიჯიუტე გამოავლინოთ ნებისმიერ საკითხში, ოღონდ ამის საბაბი მოგეცეთ. ამასთან, თუ ვინმე შეეცდება თქვენს გონზე მოყვანას, ამას თქვენ წინააღმდეგ „შეთქმულებად“ ჩათვლით. არაა გასაკვირი, რომ ასეთი კატეგორიული განწყობის გამო დღეს არაერთი წყენა შეგზვდეთ მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერი უსიამოვნების სათავე თქვენს თავში ეძებოთ და არა სხვებში.