ანტივაქსერები ლონდონში BBC-ს შტაბ-ბინაზე შტურმს ახორციელებენ

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა სიტყვით და მაუწყებელი ვაქცინებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის არარსებობაში დაადანაშაულა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „სანიტარული პასპორტების“ და ბავშვთა კოვიდვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ლონდონში BBC-ს შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობენ. იუწყება РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს უჭირთ ხალხის მასის შეკავება. მოვლენები ლონდონის რაიონ უაიტ სიტიში (White City) მდებარე შენობასთან ვითარდება.
სამართალდამცველთა წარმომადგენელმა გამოცემა Mirror-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არეულობების არცერთი მონაწილე დაპატიმრებული არ არის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ BBC-ს შტაბ-ბინა უაიტ სიტიში 2013 წლამდე მდებარეობდა. ახლა ამ შენობაში განთავსებულია BBC Studioworks - ბრიტანეთის ეროვნული მაუწყებლის კომერციული ფილიალი.
როგორც გაზეთი Independent იუწყება, შეკრებილები სკანდირებენ: „გრცხვენოდეთ“. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა სიტყვით და მაუწყებელი ვაქცინებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის არარსებობაში დაადანაშაულა.