თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა გორში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეარხის ცნობით, უამინდობის შედეგად სამი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მთლიანად ახდილია, რამდენიმე ქუჩაზე კი ქარმა ხეები წააქცია.
სახანძრო–სამაშველო ბრიგადებმა პირველადი სამუშაოები ყველა ლოკაციაზე ჩაატარეს. ასევე გაწმინდეს კორპუსების სახურავები კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილებისგან, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ხეებით ჩახერგილი გზებიც გაათავისუფლეს. უამინდობისგან გამოწვეულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და სრულად აღდგენამდე კორპუსების სახურავები დროებით გადაიხურება.