ნუცუბიძის პლატოზე ხანძარი იყო

მრავალსართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ცეცხლი ბალახის საფარს ეკიდა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონში ხანძარი იყო.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ცეცხლი კორპუსებს შორის ბალახის საფარს ეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.