კახეთში პნევმატური იარაღით შეიარაღებულმა მოზარდმა მაღაზია დააყაჩაღა

გამოძიების მონაცემებით, 16 წლის ახალგაზრდამ მაღაზიიდან წაიღო ნაღდი ფული და სიგარეტი. პოლიციამ დამნაშავე დააკავა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ დააკავა ახმეტის 16 წლის მკვიდრი, რომელიც მაღაზია „იოლის" ფილიალში პნევმატური იარაღით შეირაღებული შეიჭრა და მოლარე-კონსულტანტს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების მონაცემებით, 16 წლის ეჭვმიტანილმა მაღაზიიდან წაიღო ნაღდი ფული და სიგარეტი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, მოზარდმა ათასი ლარის წაღება შეძლო.