„თელასი" თბილისის ორ რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
15:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უჩანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჩაქვის, ლიკანის, ნიკო მარის, წიკლაურის, ჯანელიძის, სააკაძის, ხევსურეთის, სვანეთის, მელქისედეკ პირველის, ურიდიას, კამალოვის, ქართლელიშვილის, გულრიფშის, კურნატოვის, თამარაშვილის, კავთისხევის, დეპოს, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჩაქვის, ლიკანის, ნიკო მარის, წიკლაურის, ჯანელიძის, სააკაძის, ხევსურეთის, სვანეთის და მელქისედეკ პირველის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.