აალების კერების ლიკვიდაციას საბერძნეთში 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს, გამოიყენება ავიაციაც. ათენში ათასობით ადამიანი საკუთარ სახლს ტოვებს. მათ დროებით საევაკუაციო პუნქტებში ათავსებენ.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრებია. მათი გაჩენის ძირითადი მიზეზები ძლიერი სიცხე და გვალვაა. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ რეგიონში 45 გრადუსს აღწევს.