ია ფარულავა ტარიელ სუართან ერთად კლინიკაში – ფოტოები სამედიცინო დაწესებულებიდან

ია ფარულავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ტარიელ სუართან ერთად კლინიკაში იმყოფება. ნახეთ რა შეემთხვა მსახიობს.
Sputnik
მსახიობი ია ფარულავა და მისი ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი, რომელთან ერთადაც ფარულავა რამდენიმე წელია ცხოვრობს, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრნენ. მსახიობმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აცრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუწოდა, აიცრან, რათა პანდემია მალე დამთავრდეს.
სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება. ია ფარულავა და მუსიკოსი ტარიელ სუარი რამდენიმე წლის წინ სკანდალურად დაშორდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში, იამაც აღნიშნა, რომ წყვილი მეგობრობს და დასასვენებლადაც იყვნენ ერთად.
მსახიობმა ზამთარში მოულოდნელად ყოფილ მეუღლესთან ტარიელ სუართან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყოფილი წყვილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლიში ერთად ისვენებდა. ია ფარულავამ დათოვლილი სასტუმროდან ულამაზესი ვიდეო გამოაქვეყნა.
მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.