თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თბილისიდან 24 კილომეტრში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთთან 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:55 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.