თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც სოფელში მდებარე ლუდის ჯიხურთან დაიწყო. დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. რაც შეეხება დამნაშავეს, მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.