რიკოთის გვირაბში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 6 აგვისტოს ღამის საათებში აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფელი ხუნევი)  დაგეგმილ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.
ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი).
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.