ყველასთვის ცნობილი ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელსაც მიაჩნია, რომ პოპულარობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოში, 12 წლის ასაკში დაატყდა თავს, ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელშიც. მისი „ინსტაგრამის“ გვერდი ყოველთვის იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით კი „სთორები“, სადაც დიზაინერი დროდადრო თაყვანისმცემლების მიერ მოწერილ წერილებს ასაჯაროებს.
საგულისხმო ისაა, რომ თაყვანისმემლები მას, როგორც „მადლენას“ ისე მოიხსენიებენ. დიზაინერი ხშირად იცვამს ქალის ტანსაცმელს და განსაკუთრებით უცხოეთის კლუბებში უყვარს ასეთ ფორმაში სიარული. ეს მისი ერთგვარი სტილია, ამიტომ მის გარდერობში ბოლო პერიოდში ხშირად ჩანს ქალის ტანსაცმელიც, რომელსაც სხვა დიზაინერები სპეციალურად „მადლენასთვის“ ქმნიან. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მკერდი გაიდიდა. ფოტო ნახეთ ლინკზე : https://bit.ly/37jdpw3
ის ყოველთვის უცნაური ჩაცმულობით გამოირჩეოდა. საქართველოში რამაზ შამანაური იყო, თავისი ქორეოგრაფიული ჯგუფი ჰყავდა და ცნობილი ქართველი მომღერლების საკონცერტო ნომრებს აფორმებდა. წლების წინ ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად და დიზაინერი რამაზო რომა გახდა. მისი კარიერა 1994 წლიდან იწყება, როცა თბილისში „ავანგარდული მოდის ასამბლეა“ ჩატარდა. რამაზო რომა ამ ღონისძიებაზე ქორეოგრაფად მიიწვიეს. პროფესიით მოცეკვავეა. ჰყავდა ჯგუფი „ექსტაზი", რომელთან ერთადაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა.
აზერბაიჯანში ქართული კულტურის დღეებზე მოხვდა. მის მიერ დადგმული შოუ ერთ მომღერალ ქალბატონს ისე მოეწონა, რომ მასთან მუშაობა და აზერბაიჯანში დარჩენა შესთავაზა. ისიც დარჩა. მისი სახელი და წარმატება აზერბაიჯანს უფრო უკავშირდება, თუმცა საქართველო ძალიან უყვარს. მისი გემოვნებით შერჩეული კოსტიუმები ეცვათ... ასე, ნელ-ნელა სტილზე ფიქრიც დაიწყო. სტილზე მუშაობას 3-4 წელი დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში აზერბაიჯანში კონკურსი „ბესტ მოდელი“ გაიმართა, სადაც რამაზო მიიწვიეს, როგორც ქორეოგრაფი.
კონკურსზე იყო ამ საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ერქან ოზერმანი. ერთმანეთი იქ გაიცნეს. რამაზოს ქორეოგრაფიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის პრეზიდენტმა იგი სტამბულში დაპატიჟა. სწორედ იქ დაიწყო დიზაინერობაზე ფიქრი. სტამბულში საკუთარი მოდის სახლიც გახსნა. კოლექციის ჩვენებას ხშირად აწყობს.
რამდენიმე წლის წინ ქართული საინფორმაციო გადაცემები რამაზო რომას დაკავების ფაქტით იწყებოდა. ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი დიზაინერი თურქეთში დააკავეს. ბრალდება მძიმე იყო – ტრეფიკინგსა და ყალბი პასპორტების დამზადებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა, ციხე რამდენიმე დღეში დატოვა – პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.