„მესამე პანდემიას მოვესწარი“ – აჭარაში 102 წლის ქალი აიცრა

ბოლო მონაცემებით, აჭარის რეგიონის მასშტაბით 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ასაკის 64 უხუცესი ადამიანი ცხოვრობს.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. აჭარის უხუცესმა ქალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა პრეპარატ Pfizer-ით, იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
102 წლის ემინე ჯორბენაძემ ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს, ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ", – განაცხადა ემინე ჯორბენაძემ.
უხუცესმა ქალბატონმა ასაკოვან ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაა.
აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ასაკის 64 უხუცესი ადამიანი ცხოვრობს.