მეგან მარკლი 40 წლის გახდა – ნახეთ რა აჩუქა პრინცმა ჰარიმ

მეგან მარკლმა წვეულებების დამგეგმავი დაიქირავა და ლამაზი ფურშეტი მოაწყო თავისი 14 მილიონიანი სასახლის ბაღში.
Sputnik
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 40 წლის გახდა. იუბილე პრინცი ჰარის მეუღლემ მონტესიტოს სახლის ტერიტორიაზე გადაიხადა, სადაც ჯამში 65 სტუმარი იყო დაპატიჟებული. მათ შორის იყო კოლინა კოუი, რომელმაც გაუწია სწორედ ორგანიზება ამ ღონისძიებას.
ცნობილია, რომ დაბადების დღისთვის პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს პატარა ტორტი აჩუქა. ტორტის ფოტო გაავრცელა კომპანია Posies & Sugar-მა, რომელიც ცნობილია თავისი მინიმალისტური დეკორაციებით.
პირველი, ვინც მეგანს იუბილე მიულოცა, კეიტ მიდლტონი იყო. პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა საკუთარ გვერდზე 2018 წელს გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გამოაქვეყნეს და მას დაბადების დღე მიულოცეს. ასევე ოფიციალური მილოცვის წერილი გაავრცელა ბუკინგენის სასახლემაც და მას დედოფლის ხელმოწერა ახლდა. მეგანს იუბილე პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ ბოულზმაც მიულოცეს.
მეგან მარკლმა კეიტ მიდლტონს დაურეკა და სამეფო ოჯახთან შერიგებაში დახმარება სთხოვა.